weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თელავში შსს-ს მომსახურების სააგენტოს ფილიალის უფროსი ინსპექტორი დააკავეს

14:39 პარასკევი, 22 თებერვალი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მომსახურების სააგენტოს თელავის მომსახურების ცენტრის სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მას ქრთამის აღება ედება ბრალად.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ს.-მ ერთ-ერთი მოქალაქისგან მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით თანხა აიღო. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ის თანხის აღების შემდეგ დააკავეს. ი.ს.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია თანხა - 1000 ლარი“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ ჩადენილი დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]